კლუბის წესდება

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის
მკითხველთა კლუბის
                                                                                წესდება                                                                                                                                                                           
    1. ზოგადი დებულებები
·         სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის  მკითხველთა კლუბის (შემდგომში კლუბი) დაფუძნებულია ერთი წლით.
·           კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო,  კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, ხელვაჩაური, სალიბაური

     2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
·         ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამფასებელი, საკუთარი და სხვისი აზრის პატივისმცემელი მოზარდების აღზრდა.
·         კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა;
·         ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
·         აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
·         მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
·         კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

კლუბში გაწევრიანება :
·         კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
·         კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VII – XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
·         კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
·         კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:

·         კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 21 მოსწავლისაა;
·         კლუბს შეიძლება ჰყავდეს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელობს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას,
·         ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის                                 საქმიანობას, ერთპიროვნულად
·         კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, დაამტკიცოს კლუბის საანგარიშო პერიოდის ანგარიში, აირჩიოს ან ვადამდე ადრე გადააყენოს პრეზიდენტი.
·         კლუბის პრეზიდენტი აირჩევა სასწავლო წლის ვადით.
·         ერთი და იგივე კანდიდატი ზედიზედ პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.

  3.კლუბის მუშაობა
·         კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
·         კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4
·         კლუბის შეკრებები ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

 4.დასკვნითი დებულება:
·         წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდნ.
·         ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
ხელვაჩაური, სალიბაური



Комментариев нет:

Отправить комментарий